აწსუ-ს მთავარი გვერდი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

English / Русский

მთავარი გვერდისამსახურის შესახებსაგანმანათლებლო პროგრამებინორმატიული დოკუმენტებიბმულებიკონტაქტი

საგანმანათლებლო პროგრამები

»»»-«««

სამსახურის შესახებ

სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება

სასწავლო რესურსების განვითარების განყოფილება

სამეცნიერო სექტორი

ნორმატიული დოკუმენტები

ბმულები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

» სამსახურის შესახებ

 

ხარისხის უზრუნველყოფა შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

Æ არისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა

Æ მუშაობის ძირითადი სფეროები

Æ სამსახურის მიზნები და ამოცანები

Æ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები

Æ  ამონარიდი ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტებიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესახებ

 

აწსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურის სტრუქტურა:

 
 

 

აწსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხელმძღვანელი - ტ.მ.დ., პროფ. კონსტანტინე სირბილაძე

 

 
           

 

Æსასწავლო პროცესის მართვის განყოფილება

 

 

Æსასწავლო რესურსების განვითარების განყოფილება

 

   

Æსამეცნიერო       სექტორი

 

 

 

მუშაობის ძირითადი სფეროები

 

აწსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, კრედიტების სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

თანახმად უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (European Association for Quality Assurance in Higher Education, 2005 წლის თებერვალი) მიერ წარმოდგენილი შრომისა - “სტანდარტები და მითითებები ხარისხის უზრუნველყოფისათვის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში”    

 

აწსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ძირითადი სფეროებია:

  • ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება

  • შესაბამისი პროგრამებისა და აკადემიური ხარისხების დამტკიცება, მონიტორინგი და პერიოდული შეფასება

  • სტუდენტთა შეფასების ფორმების შემუშავება

  • აკადემიური პერსონალის ხარისხის უზრუნველყოფა

  • მატერიალური ბაზის შეფასება

  • საინფორმაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა

  • ანგარიშვალდებულება

 

   სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • წსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელებას. შესაბამისად, სამსახურის მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს ევროპაში მიღებულ სტანდარტებს.

  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ENQA-ს სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურებს;

  • პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;

  • სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად მონაწილეობს პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის რეგულირების, სტუდენტთა მობილობის და ECTS სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში (გარდამავალ პერიოდში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ECTS კოორდინაციას შეითავსებს);

  • ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

  • ახორციელებს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესს.

 

 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები

 

თანახმად უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა (მუხლი 31) აწსუ-ში ფაკულტეტებზე შექმნილია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საფაკულტეტო განყოფილება.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

 

ფაკულტეტის ხუს-ის ძირითადი მოვალეობებია:

  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასების განხორციელება;

  • ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება;

  • ECTS სწორი გამოყენების უზრუნველყოფა;

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა: სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზება;

  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული სტუდენტთა შეფასების ძირითადი მეთოდების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე და შეფასების სწორი გამოყენების მონიტორინგი;

  • სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე;

  • თვითშეფასების პროცესისათვის შესაბამისი კითხვარების შემუშავება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული კითხვარების მიხედვით;

  • ფაკულტეტზე თვითშეფასების პროცესის განხორციელება.

 

 

© აწსუ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველო, 4600, ქუთაისი, თამარ მეფის . № 59

ტელეფონი: (+995 331) 4 21 73, (+995 331) 4 57 84

ფაქსი: (+995 331) 4 38 33

ელ-ფოსტა: atsu@atsu.edu.ge